Dominos Logo

დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკა


1. dominospizza.ge პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

  • 1.1. პროდუქტი ნაკლიანია.
  • 1.2. dominospizza.ge-მ არ შეასრულა დანაპირები:
  • • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
  • • პროდუქტი დაზიანებულია;
  • • მიწოდების შეთანხმებული დრო არსებითად დაირღვა dominospizza.ge-ის მხრიდან.
  • 1.3. უბრალოდ გადაიფიქრეთ შეძენა. აღნიშნული არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე თუ:
  • • შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • • პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • • მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
  • • პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
  • • მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
  • • მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
  • • პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
  • • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.

2. საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


3. პროდუქტის დაბრუნების პროცედურა:

  • 3.1. პროდუქტის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
  • 3.2. მოთხოვნა შეგიძლიათ განაცხადოთ წერილობითი სახით, მათ შორის მეილზე მოწერის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე info@dominospizza.ge ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე (+995)322998888.
  • 3.3. დაბრუნების პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის თარიღი და ღირებულება.
  • 3.4. თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებთ თქვენ, თუ დაბრუნება ხდება dominospizza.ge-ის ბრალის არარსებობისას.

4. პროდუქტის დაბრუნება მოხდება:


  • 4.1. თბილისის მასშტაბით პროდუქტის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 24 საათში
  • 4.2. დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7-10 სამუშაო დღეში.
  • 4.3. dominospizza.ge-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით და მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. თანხის ანაზღაურება

  • 5.1 dominospizza.ge პროდუქტის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
  • 5.2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
  • 5.3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროდუქტი დაგიბრუნდებათ უკან თქვენივე ხარჯით.
  • 5.4. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა პროდუქტის შეძენა.

6. ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურების წესი:

  • 6.1 dominospizza.ge მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქციის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ dominospizza.ge-ის ბრალის არარსებობისას.
messenger

დაგვიკავშირდი