Dominos Logo

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა


წინამდებარე ვებ გვერდი dominospizza.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“) წარმოადგენს შპს „ჯეოპიცა“-ს (ს/ნ 404467055) (შემდგომში „ჩვენ“) საკუთრებას. ეს გვერდი გაუწყებთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამუშავებთ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს.

ჩვენ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ ჩვენი სერვისისა და ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად. ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული წესით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის.


თემები:

  • რა მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენ?
  • როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
  • როგორ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
  • როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?
  • მარკეტინგი
  • რა უფლებები გაქვთ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით?
  • რა არის „ქუქი“ ფაილები (cookies)?
  • როგორ ვიყენებთ „ქუქი“ ფაილებს?
  • რა ტიპის „ქუქი“ ფაილებს ვიყენებთ ჩვენ?
  • როგორ შეგიძლიათ მართოთ „ქუქი“ ფაილები
  • სხვა ვებ გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
  • როგორ შეგვეხმიანოთ ჩვენ
  • როგორ შეეხმიანოთ უფლებამოსილ ორგანოებს

როგორ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს?


ჩვენი კომპანია აგროვებს თქვენს მონაცემებს, რათა ჩვენ შევძლოთ:

  • თქვენი შეკვეთის დამუშავება, თქვენი ანგარიშის მართვა.
  • თქვენთვის ელ-ფოსტით სპეციალური შემოთავაზებების გამოგზავნა ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ.
  • ვებ გვერდით ტექნიკური ადმინისტრირება და მისი განვითარება;
  • თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი მონაცემები პარტნიორ კომპანიებს, რათა მათაც შეძლონ თქვენთვის საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შემოთავაზება.

როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?

  • ჩვენ ვახდენთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას, რათა ჩვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
  • ჩვენი კომპანია შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა ჩვენს მიერ განსაზღვრული მიზნების (სარეკლამო მიზნები, მომსახურების გაუმჯობესება და ა.შ.) განსახორციელებლად. მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ჩვენი კომპანიის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები, ჩვენ წავშლით/გავანადგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

რა მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენ?


ჩვენი კომპანია აგროვებს მონაცემებს, რომლებიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება:

პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.) ჩვენ ვახდენთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციას, რათა ჩვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან. ჩვენი კომპანია შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა ჩვენს მიერ განსაზღვრული მიზნების (სარეკლამო მიზნები, მომსახურების გაუმჯობესება და ა.შ.) განსახორციელებლად. მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ჩვენი კომპანიის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები, ჩვენ წავშლით/გავანადგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.


მონაცემთა დამუშავების მიზანი


dominospizza.ge-ზე რეგისტრაციით ან/და შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების შემდეგი მიზნებით გამოყენებაზე:

  • dominospizza.ge-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • dominospizza.ge-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • dominospizza.ge-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • dominospizza.ge-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • dominospizza.ge-ის მიერ მომხმარებლებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;

რა უფლებები გაქვთ პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით?


ჩვენს კომპანიას სურს დარწმუნდეთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების მაქსიმალური წესების დაცვით ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ ასევე ვიცავთ და პატივს ვცემთ თქვენს უფლებებს პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. ვებ გვერდის ნებისმიერს მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ, ელექტრონული სახით მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება;
  • იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
  • მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
  • მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით;
  • გაასაჩივროს - თუ მიიჩნევს, რომ dominospizza.ge-ის მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რა ტიპის „ქუქი“ ფაილებს ვიყენებთ ჩვენ?


თვალი ვადევნოთ ვებ-გვერდზე ვიზიტორთა ნაკადს და მათი გადაადგილების თავისებურებებს;

ვაწარმოოთ ვებ გვერდის ეფექტურობის მონიტორინგი და მუდმივად გავაუმჯობესოთ იგი;

სხვაგვარად გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისი.


სხვა ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა


ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელ ლინკებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა მხოლოდ მოქმედებს ჩვენს ვებ გვერდზე, შესაბამისად თუ დაკლიკავთ სხვა ვებ გვერდის ლინკზე, აუცილებლად გაეცანით მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში


ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელ ლინკებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა მხოლოდ მოქმედებს ჩვენს ვებ გვერდზე, შესაბამისად თუ დაკლიკავთ სხვა ვებ გვერდის ლინკზე, აუცილებლად გაეცანით მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?


ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციის უდიდეს ნაწილს თქვენ პირდაპირ გვაწვდით. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, როდესაც თქვენ:

  • რეგისტრირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე ან განათავსებთ შეკვეთას ჩვენი პროდუქტისა და მომსახურების მისაღებად.
  • ნებაყოფლობით ავსებთ მომხმარებლის კვლევას ან გვიგზავნით უკუკავშირს (feedback) ელექტრონული ფოსტის ან სხვა საშუალებების გამოყენებით.
  • იყენებთ ჩვენს სატელეფონო მომსახურების სერვისს.
  • სხვაგვარად იყენებთ ჩვენს ვებ გვერდს ან/და ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სერვისებს. ზემოთ მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა ჩვენთან ურთიერთობის დროს შესაძლოა სხვა არაპირდაპირი წყაროებიდანაც მოხდეს პერსონალური მონაცემების მოპოვება.
  • სტუმრობთ ჩვენს ვებ გვერდს თქვენი ბრაუზერის „ქუქი“ ფაილების საშუალებით;

როგორ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს?


ჩვენი კომპანია აგროვებს თქვენს მონაცემებს, რათა ჩვენ შევძლოთ:

  • თქვენი შეკვეთის დამუშავება, თქვენი ანგარიშის მართვა.
  • თქვენთვის ელ-ფოსტით სპეციალური შემოთავაზებების გამოგზავნა ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ.
  • ვებ გვერდით ტექნიკური ადმინისტრირება და მისი განვითარება;
  • თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი მონაცემები პარტნიორ კომპანიებს, რათა მათაც შეძლონ თქვენთვის საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შემოთავაზება.

როგორ შეეხმიანოთ უფლებამოსილ ორგანოებს


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის მიზანია, განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი. შესაბამისად, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას დარღვეული იქნა თქვენი უფლებები, მიმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:

ტელ: (+995 32) 242 1000

ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge

მის: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105 - პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება;


როგორ შეგვეხმიანოთ ჩვენ?


ტელ: (+995) 322 998888

ელ. ფოსტა: info@dominospizza.ge

მის: საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105 - პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება;


messenger

დაგვიკავშირდი