1960 წელს მიჩიგანში, იფსილანტში დაარსებული დომინო’ს პიცა ერთი პიცერიიდან პიცის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიის გლობალურ ცენტრად იქცა. დღეს დომინო’ს ლიდერობს 17000-ზე მეტი ფილიალით, 90-ზე მეტ ქვეყანაში, რომელთა შორის არის დომინო’ს ფრანჩაიზას საქართველოს წარმომადგენლობა.
პირველი დომინო’ს ფილიალი საქართველოში 2014 წელს გაიხსნა კოსტავას 74-ში, მას მალევე დაემატა ვაკის, ვაჟა-ფშაველასა და გლდანის ფილიალები. კოვიდ ვირუსის მიერ გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, 2022 წლიდან დომინომ კვლავ განაგრძო ახალი ფილიალების დამატაბა და დღეისათვის 7 ფილიალიათ ოპერირებს თბილისის მასშტაბით.იგეგმება ფილიალების გახსნა როგოც ქალაქ თბილისში, ასევე ქალაქ ბათუმშიც.
ჩვენი მისია უნივერსალურია: ვიყოთ პიცის მიწოდების საუკეთესო კომპანია მსოფლიოში. ამ ამბიციას მივყავართ არა მხოლოდ პიცის დამზადების ხელოვნებაში, არამედ ჩვენი ოპერაციების ყველა ასპექტში. ჩვენი კლასიკური თუ ინოვაციური მენიუს ელემენტებით, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ადამიანების გაერთიანებაზე, გემოვნების, ეფექტურობისა და მომხმარებელთა მომსახურების შეუდარებელი გამოცდილების შეთავაზებაზე.